საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლონეთში საქართველოს ელჩის შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

14 დეკემბერს, გაიმართა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ილია დარჩიაშვილის შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაცეკ ჩაპუტოვიჩთან. შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს 2018 წელს ორი ქვეყნის ურთიერთობებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები და განხორციელებული ღონისძიებები. ასევე, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით განიხილეს სამომავლო გეგმები. ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს პოლონეთის მიერ, ყველა შესაძლო ფორმატში, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.