საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლონეთში საქართველოს ელჩის შეხვედრა ტექსტილის მწარმოებელი პოლონური კომპანიის “Arlen” პრეზიდენტთან

14 დეკემბერს, პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა უმსხვილესი ტექსტილის მწარმოებელი პოლონური კომპანიის “Arlen” პრეზიდენტთან ანდჟეი ტაბაჩინსკისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობები. ამასთან, შემდგომი აქტივობების განხორციელების მიზნით, დაიგეგმა კომპანიის ხელმძღვანელობის საქართველოში ვიზიტი 2019 წლის თებერვალში.