საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლონეთში საქართველოს ელჩმა უმასპინძლა ვარშავაში სასწავლო ვიზიტით მყოფ სკოლის ქართველ მოსწავლეებს

7 დეკემბერს, პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა უმასპინძლა ვარშავაში სასწავლო ვიზიტით მყოფ სკოლის ქართველ მოსწავლეებს. 
სასწავლო ვიზიტში, რომელიც განხორციელდა 5-7 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებითა და საელჩოსა და ახალგაზრდა ელჩის მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო ეროვნულ ოლიმპიადებში (ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგნები) საუკეთესო შედეგების მქონე ათმა მოსწავლემ. 
ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები ასევე ეწვივნენ ვარშავის უნივერსიტეტს, პრუშკოვის ლიცეუმსა და კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს.