საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მრგვალი მაგიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით

წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის მე-16 საერთაშორისო ქართველოლოგთა კონფერენციის ფარგლებში, 8 დეკემბერს, ვარშავის უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, სადაც მონაწილეობა მიიღო პოლონეთში საქართველოს ელჩმა ილია დარჩიაშვილმა.
მრგვალ მაგიდას ესწრებოდნენ ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორები, სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები, პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა კომისიის წევრები, ქართული დიასპორა და სტუდენტები.