საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვარშავის მე-11 ყოველწლიურ საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობა

2018 წლის 9 დეკემბერს, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, ელჩის მეუღლის ნინო ვაშაკიძის ჩართულობით, მონაწილეობა მიიღო ქ. ვარშავის მე-11 ყოველწლიურ საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობაში - „The 11th Annual International Charity Bazaar 2018“, რომელიც პოლონეთში აკრედიტებული ელჩების მეუღლეების ორგანიზებითა და პოლონეთის პირველი ლედის პატრონაჟით გაიმართა.
ბაზრობაზე გასაყიდად გამოფენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსის ელემენტები, ქართული წარმოების ხელნაკეთი ნივთები. ასევე, წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, მინერალური წყალი და სამზარეულო. 
ქართულმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა პოლონურ საზოგადოებაში. ამასთან, პოლონეთის პირველი ლედი ქართულ სტენდს პირადად ეწვია.
შემოსული თანხა გადაეცა პოლონეთის რესპუბლიკაში არსებულ საქველმოქმედო ფონდებს.