საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

2018 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში შეიქმნა N32 საარჩევნო უბანი. მისამართი: კრინიჩნას N2, 03-934 ვარშავა (Kryniczna N2, 03-934 Warszawa). შესაბამისად, საქართველოს საელჩოში, 2018 წლის 28 ნოემბერს, N32 საარჩევნო უბანი გახსნილი იქნება 8:00-24:00 საათებში.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი, უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა.