საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2018 წლის 14 ნოემბრის №351/2018 დადგენილებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურის თარიღად განისაზღვრა 2018 წლის 28 ნოემბერი.

იმის გათვალისწინებით, რომ 28 ნოემბერი არის ოთხშაბათი და საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეებისათვის სამუშაო დღე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამავე დადგენილებით საზღვარგარეთ განლაგებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის დრო განსაზღვრა 08:00 - 24:00 საათამდე.

შესაბამისად საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ხმა მისცენ სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი საკონსტიტუციო უფლების შეფერხების გარეშე განხორციელება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართელოს მოქალაქეები შეფერხების გარეშე განახორციელებენ თავის საკონსტიტუციო უფლებას და შეიტანენ წვლილს არჩვენების მშვიდ და სტაბილურ გარემოში ჩატარების კუთხით.

ვრცლად იხილეთ: http://cesko.ge/geo/list/show/116371-saqartvelos-prezidentis-archevnebis-meore-turi-28-noembers-gaimarteba?fbclid=IwAR32o_M1ugpaxOCEzxihoSZT43A8gGk_Ln7zJ3IgJlahpiJOWCwWKEa-oCQ