საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. პრემიერის თქმით, პოლონეთი ყოველთვის ერთგულად დგას საქართველოს გვერდით და იცავს საქართველოს ინტერესებს.

“ვულოცავ პოლონელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოსთვის ძალიან ღირებულია ქართველ და პოლონელ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში უკვე ტრადიციად ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებად იქცა. პოლონეთი ყოველთვის ერთგულად დგას საქართველოს გვერდით და იცავს ჩვენს ინტერესებს. ჩვენთვის ძალიან ღირებულია პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ქართველი ხალხი დიდად აფასებს პოლონეთის განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ასევე, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის" ინიციატორი ქვეყნის როლს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების საქმეში. დარწმუნებული ვარ, საქართველოსა და პოლონეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელს შეუწყობს ჩვენს ერებს შორის მეტად დაახლოების საქმეს”, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.