საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისთვის საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადად განისაზღვრა 2018 წლის 11 ნოემბერი, სამუშაო დღის 18:00 საათი.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ჯერ არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, შეუძლიათ მიმართონ საკონსულო დაწესებულებას/დიპლომატიურ წარმომადგენლობას, ან ეწვიონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებგვერდს www.geoconsul.gov.ge და ონლაინ დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე. 

http://cesko.ge/geo/list/show/116348-tseskom-prezidentis-archevnebis-meore-turis-gamartvistvis-sachiro-ghonisdziebebi-da-vadebi-gansazghvra%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%94?fbclid=IwAR2VxS5B1ApJg0KD5_OJ5DH3F4x9I-ZOVoqb0EPS9B2KAeUr1m296Byleis