საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოლონეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით:

1. 2018 წლის 15 მაისიდან 2018 წლის 15 აგვისტომდე პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საქართველოს მოქალაქეების მიერ პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემის შესახებ მოთხოვნის წარდგენისას, ერთჯერადად გათავისუფლდებიან აღნიშნული მოწმობის გაცემისათვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

2. 2018 წლის 15 მაისიდან  2018 წლის 15 ივლისამდე საქართველოს მოქალაქეები, პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ბიომეტრიული პასპორტის გაცემის შესახებ მოთხოვნის წარდგენისას, პიომეტრიული პასპორტის საფასური (ყველა ასაკის მოქალაქეზე) იქნება 211 პოლონური ზლოტი.

საყურადღებოა, რომ შეღავათი არ ვრცელდება მეორე აქტიური პასპორტის გაცემისას. იმ შემთხვევაში თუ N 508 დადგენილებით პირი სრულად არის გათავისუფლებული ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურისაგან,  მის მიმართ ისევ უფასოდ გაიცემა დოკუმენტი. ამ შეღავათით სარგებლობა შესაბამის პერიოდში პირს შეუძლია ერთჯერადად, კერძოდ, აქციით შეუძლია მიიღოს ერთი პირადობის ელექტრონული მოწმობა ან/და ერთი პასპორტი (თუ განაცხადს წარადგენს პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად, ასევე შეუძლია მიიღოს ბიომეტრიული პასპორტი).