საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Zurab Beridze

ზურაბ ბერიძე

დაიბადა: ქ. თბილისში, 1958 წლის 4 თებერვალს.

განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1981 წ.

სამეცნიერო ხარისხი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

პროფესიული კარიერა:

2021 წლიდან

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში.

2018 -2021        

მინისტრის სამდივნოს უფროსი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 

2014-2018

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში.

2009 - 2011

საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2004 - 2008

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში  და მოლდოვას რესპუბლიკაში.

2000-2004

მეორე ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, სუამი-ს ეროვნული კოორდინატორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

2000    

პირველი ევროპული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

1997 - 2000

საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა გაეროსთან, უფროსი მრჩეველი.

1992 - 1997

საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

1992    

აშშ-ს განყოფილების გამგე, ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

1991 - 1992

ევროპის განყოფილების გამგის მოადგილე, ანალიზისა და პროგნოზირების სამმართველო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

1986 - 1991

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრი.

1988 - 1990

საერთაშორისო მიმომხილველი, საქართველოს ტელერადიო კომიტეტი.

1983 - 1986

ასპირანტი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აფრიკის ინსტიტუტი.

1982 - 1983

უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრი.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს.

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და ვაჟი.

დიპლომატიური რანგი: საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ჯილდოები: ბულგარეთის რესპუბლიკის „მადარის ცხენოსნის„ პირველი ხარისხის ოქროს ორდენი. 2018 წ.